ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ განცხადება ვიცეპრემიერმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც ასამდე ბიზნესმენი ესწრებოდა.
„2016 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორმა დაასაქმა 32 ათასი ადამიანით მეტი, ვიდრე ეს იყო 2015 წლის მეორე კვარტალში. მოგეხსენებათ, კვარტალი კვარტალთან დარდება ყოველთვის და 601 ათასი ადამიანი გვყავს ჩვენ დასაქმებული კერძო სექტორში, რაც ძალინ დიდი შედეგია და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ - კერძო სექტორს, ბიზნესმენებს ნდობისათვის, რომელსაც უცხადებთ ჩვენს მთავრობას და უცხადებთ იმ კურსს, რა კურსიც ჩვენ გვაქვს აღებული. როდესაც არსებობს ნდობა და ხედვა, თუ საით მიდის საახელმწიფო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ წინასაარჩევნო წელიწადს გეზრდებოდეს დასაქმება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

























