მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორს ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო

58469d0697cdb
BM.GE
06.12.16 15:10
1226
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ უნდა გააგრძელონ შემდგომში ეკონომიკის დაკრედიტება.

შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს სამთავრო რეფორმებისადმი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან როგორც საბანკო, ისე ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები