საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ დიპლომატებს გუშინ. პრეზიდენტმა იქსზე დაწერა, რომ დიპლომატიის დღის მოლოცვას ვერ შეძლებს, რადგან დღეს სულხან-საბა ორბელიანის ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს. პრეზიდენტი წერს: საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის??? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! რა სულხან-საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? მშვიდობა სწორედ მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! რატომ დუმან დიპლომატები? როგორი უნდა იყოს მათი როლი დღეს და რას არ ან ვერ აკეთებენ საქართველოს ელჩები?
სტუმარი: გოჩა ჯავახიშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში;