93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე გარდაიცვალა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და საერთაშორისო პარტნიორები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. საქართველოში მოქმედი საელჩოები ოფიციალური განცხადებებით ეხმიანებიან პატრიარქის გარდაცვალებას და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.
ევროკავშირი საქართველოში
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა."
აშშ-ის საელჩო საქართველოში
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა".
პოლონეთის საელჩო საქართველოში
"პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ".
ისრაელის საელჩო საქართველოში
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას".
შვედეთის საელჩო საქართველოში
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას."
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
"სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში. ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ."
View this post on Instagram
გიდეონ საარი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
"მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რომელიც დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო".
Saddened to learn about the passing away of the Catholicos-Patriarch of All Georgia ILIA II: a great leader, friend of Israel and the Jewish people. pic.twitter.com/jcx2sxYQge
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) March 17, 2026
ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
"დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიძლიერისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი მისი მთელი ცხოვრებისეული ერთგულება წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს".
Saddened by the passing of His Holiness and Beatitude Ilia II, the Catholicos-Patriarch of All Georgia. His lifelong devotion to faith, to unity and the spiritual strength, and better future for the Georgian people leaves an enduring legacy.
— Baiba Braže (@Braze_Baiba) March 17, 2026
ილჰამ ალიევის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამძიმარი ირაკლი კობახიძეს
"პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო.
ღრმა მწუხარებით მივიღეთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის სოლიდარობის, სარწმუნოებათაშორისო გაგებისა და დიალოგის დამყარების მიზნით გაწეული მოღვაწეობით, მისმა უწმინდესობამ ილია II-მ ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მათი ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა.
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკარგის მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას."
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების სამძიმარი მიხეილ ყაველაშვილს
არაბული მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
ანალოგიური წერილები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა.
მატუს ბუსოვსკი, სლოვაკეთის ელჩი საქართველოში
"ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს."
I am deeply saddened to learn about the passing away of His Holiness and Beatitude Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia. I extend my sincere condolences to the Georgian Orthodox Church and the People of Georgia.
— Matus Busovsky (@MatusBusovsky) March 18, 2026
იტალიის საელჩო საქართველოში
"გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო."
საფრანგეთის საელჩო საქართველოში
"საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.
როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას."
ავსტრიის საელჩო საქართველოში
"ავსტრიის საელჩო ღმრა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ."
ნორვეგიის საელჩო საქართველოში
"ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას.
ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს."
დანიის საელჩო საქართველოში
"დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ათწლეულების განმავლობაში მისი უწმინდესობა იყო საქართველოს სულიერი წინამძღოლი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. მისი მოღვაწეობა ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ფასეულობების დაცვაში ისტორიული მნიშვნელობისაა.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს ამ დიდ დანაკლისს."
ედიტ მედნე, ლატვიის ელჩი საქართველოში
"ჩემს უღრმეს სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ყველა ჩემს ძვირფას ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო."
შვეიცარიის საელჩო საქართველოში
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს."
იაპონიის საელჩო
"მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვებს სახელმწიფო დროშას."
დიდიე ტღებიუკი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
"სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს."
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველო
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს."
გარეთ უორდი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში
"მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.
2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს, მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი."
ბელორუსიის საელჩო საქართველოში
"ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას, რომელმაც დატოვა სამუდამო ხსოვნა და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა. მისი ცხოვრება, თავდადება და ფასდაუდებელი წვლილი სამუდამოდ დარჩება მილიონობით ადამიანის გულებში. ჩვენ ვიზიარებთ მისი დაკარგვის ტკივილს და გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს."
უკრაინის საელჩო საქართველოში
"გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ თემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. უკრაინელები მადლიერებით იხსენებენ მის უწმინდესობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული დაუნდობელი, არაპროვოცირებული ომის პირველ წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაწეული დახმარებისთვის."
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის ყოველი შესაძლებლობა.
განსაკუთრებულად გვახსოვს მისი მხარდაჭერა და რჩევები COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში, ასევე საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და გემბლინგის რეგულირების საკითხებში.
მისი უწმინდესობის მოსაზრებები და წინადადებები, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობაზე მუსიკის დადებითი გავლენის შესწავლის ინიციატივა, მნიშვნელოვანი გზამკვლევი გახდა ჩვენი საქმიანობისთვის. ამ იდეის გაჟღერებიდან მალევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა დაიწყო სისტემური მუშაობა ხელოვნებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის საქართველოში.
ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა და ხედვები მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა დარგის მოღვაწეთა და მთელი საზოგადოების შთაგონებას."
ჩეხეთის საელჩო საქართველოში
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს."
ესტონეთის საელჩო საქართველოში
"მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარების ჟამს, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს!"
ნიკოლ ფაშინიანის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ირაკლი კობახიძეს
"მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში, ილია მეორის ცხოვრება და მისია რწმენის, პატრიოტიზმისა და ერებს შორის მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს განასახიერებდა. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.
სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს. ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას დანაკარგის ამ მძიმე ჟამს."
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი მთელი ცხოვრებისეული თავდადება და ქართველი ხალხისადმი სულიერი მსახურება ფასდაუდებელია და ის დიდხანს დარჩება ხალხის მეხსიერებაში".
We extend deepest condolences on the passing of His Holiness and Beatitude Ilia II, the Catholicos-Patriarch of All #Georgia. His lifelong dedication and spiritual service to the Georgian people is immeasurable and will be long remembered.
— Lithuania MFA 🇱🇹 | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) March 18, 2026
რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თურქეთის პრეზიდენტის სამძიმარი ირაკლი კობახიძეს
„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
სეიედ ალი მოჯანი, ირანის ელჩი საქართველოში
"...ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა.
წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო.საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა.ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს. ამინ."
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
"ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს."
შაიხა ნასერ ალ ნოვაისის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილი ირაკლი კობახიძეს
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო - ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში.
მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება."
ჰანს კლუგეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის წერილი ირაკლი კობახიძეს
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის განსაკუთრებული პატივი, რამაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ - რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს.
განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ.
გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას."
ტამაშ შუიოკის, უნგრეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიხეილ ყაველაშვილს
"ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს გარდაცვალების შესახებ.
უნგრეთიდან ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ვიზიარებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის მწუხარებას."
მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის სამძიმარი მიხეილ ყაველაშვილს
"ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო."
მასალა განახლებადია




























