მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კალანდარიშვილი "ლიბერთის" ბორდში ინაცვლებს

5ce4161a7f948
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 19:11
1965
საქართველოს მესამე უმსხვილესი ბანკის, "ლიებრთი ბანკის" მენეჯმენტში ცვლილებებია.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ლიბერთის" CEO გიორგი კალანდარიშვილმა თანამდებობის დატოვების შემდგომ სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა.

კალანდარიშვილის მიერ გენერალური დირექტორის პოსტის დატოვება საჯარო რეესტრში უკვე აისახა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ამჟამად ბანკის CEO-ს მოვალეობას ლევან ლეკიშვილი ასრულებს; აქამდე ლეკიშვილი ბანკის ფინანსური დირექტორის პოსტზე მუშაობდა.

კალანდარიშვილი "ლიბერთის" CEO 2017 წლის ოქტომბერში გახდა. 2015 წლიდან კალანდარიშვილი იკავებდა პროექტების დირექტორის თანამდებობას Hunnewell Partners Georgia-ში. ამავე დროს იყო ს.ს. ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. წინა წლებში კი, იყო Standard Group LLC პარტნიორი ლიტვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები