მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დირსი": "არ უნდა შევასახლოთ მოსახლეობა ექსპლოატაციაში არშესულ მშენებლობაში"

5c9b9f4286b68
სალომე მეცხვარიშვილი
27.03.19 22:00
1033
„ას ჯორჯია-დირსის” გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული დადებითად აფასებს თბილისის მერიის ინიციატივას, მოხდეს იმ შენობების ამნისტია, რომლებშიც მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად ექსპლოატაციაში შესული არ არის. 

მერია აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შენობა თბილისში 800-მდეა. თუმცა, ბესო ჯიქურაული მიიჩნევს, რომ ეს რიცხვი რეალურად, შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს.

“მერმა აღნიშნა, რომ საუბარია, დაახლოებით, 800 მშენებლობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად არის აღწერილი. ზოგ კომპანიას არ აქვს განაცხადი გაკეთებული მერიაში”, - აცხადებს ბესო ჯიქურაული.

მისივე შეფასებით, ამნისტიის შედეგად პრობლემა მოგვარდება, რადგანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ასეთ შენობაში და დე-იურე ეს დოკუმენტაცია არ აქვს.

“ამნისტიის შედეგად გარკვეულ საკითხებს დათმობს თბილისის მერია, იგივე წითელ ხაზებთან, კ2 კოეფიციენტის დარღვევასთან დაკავშირებით; დენდროლოგიის ნაწილში, ასევე სატრანსპორტო კვანძების ნაწილში, ვისაც ეს აქამდე გაკეთებული არ აქვს”, - აცხადებს ბესიკ ჯიქურაული.

ის ასევე დადებითად უყურებს მერიის ინიციატივას, რომ შენობის ექსპლოატაციაში მიღებამდე მოსახლეობის შესახლება აიკრძალოს.

“ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, მშენებლობა უნდა დაიწყოს და დასრულდეს ევროპის სტანდარტებით. არ უნდა ვისარგებლოთ არცერთმა მშენებელმა და არ უნდა შევასახლოთ მოსახლეობა ექსპლოატაციაში არშესულ მშენებლობაში.

რეალურად, ახლა მიმდინარეობს ექსპლოატაციის წესების გამკაცრების პროცედურა, რაც ვფიქრობ, სწორია, თუმცა მანამდე არსებული პრობლემების მოგვარება ამნისტიით ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. ეს მოუგვარებელი გახდებოდა, რადგან არცერთი მხარე პოზიციას არ დათმობდა", - აცხადებს ბესიკ ჯიქურაული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები