მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დირსი" კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 ლარს გამოყოფს

5e785516b0fe7
თელარა გელანტია
23.03.20 10:00
1295
კომპანია „დირსი“ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, კორონავირუსთან საბრძოლველად ქმნის ფონდს და მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 200 000 ლარის ოდენობით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-თან ბრძოლას.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"კომპანია „დირსი“ გვერდში უდგას ქვეყანას არსებული გამოწვევის გზაზე და მზადაა 200 000 ლარი მიმართოს COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი მიემართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით დაფუძნებულ ფონდში. ერთიანი ძალებით შევძლებთ მალე წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. კომპლექსსა და ოფისებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დაცულია ყველა სანიტარული ნორმა.
"დირსი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სამშენებლო პროექტია. თბილისის ყველაზე მასშტაბური დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიცია 170 მლნ დოლარს შეადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები