მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში ჰეიდარ ალიევის იუბილის აღსანიშნავად 95 ხე დაირგო

5af58a3cc0081
BM.GE
11.05.18 16:17
1139
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95 წლისთავის აღსანიშნავად „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სიმბოლურად 95 ხე დაირგო.

"საიუბილეო ღონისძიება აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან გაჯიევი, ქ. თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ქ. მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, ბოლნისის ვიცე-მერი ლონგინოზ გასიანოვი, AS Group Investement-ის გენერალური დირექტორი ტურალ სეიდოვი, ასევე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მსხვილი აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებული როლი როგორც აზერბაიჯანის განვითარებაში, ასევე ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრული კავშირების, სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებაში.

"დირსი“ - ქალაქი ქალაქში - საქართველოს დეველოპერული სივრცის უმსხვილესი პროექტია, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიცით არის განხორციელებული.

"დირსის“ კონცეფციაა შექმნას არა მხოლოდ შენობა, არამედ სახლები. არა მხოლოდ დასახლება, არამედ ცხოვრების სტილი. არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ 360 გრადუსიანი კომფორტი. არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ სიყვარული. არა მხოლოდ უფროსებისთვის, არამედ მათი ბავშვებისთვის. არა მხოლოდ აწმყოსთვის, არამედ მომავლისთვის. არა მხოლოდ კარგი, არამედ საუკეთესო!", - განმარტავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები