მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დირსიში" შეჭრილმა დევნილებმა კომპლექსი სრულად დატოვეს

5ca72ce87fcab
BM.GE
05.04.19 14:23
793
„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში უკანონოდ შეიჭრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც დაიკავეს კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ მომზადების პროცესში არსებული ფართები.

ამასთან დაკავშირებით ,,ას ჯორჯია-დირსი“ განცხადებას ავრცელებს.

,,მოხარულებული ვართ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომლის მომსწრეც საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მშვიდობიანად დასრულდა. რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრულო პოლიციას, ძალოვან უწყებებს, მათთან კოორდინირებული მუშაობისა და შუამდგომლობის შედეგად მოხდა პრობლემის სრულად აღმოფხვრა რის შედეგადაც დევნილებმა დატოვეს უკანონოდ დაკავებული ჩვენი კუთვნილი კომპლექსი.

გვესმის და სრულად ვუთანგრძნობთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები. თუმცა, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, სხვისი საკუთრების ხელყოფა. ამ დღეების მანძილზე დაირღვა ჩვენი მესაკუთრეების უფლებები. გვსურს იმედი გამოვთქვათ, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება.

დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ასევე, განახლდა სამშენებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 5 წელიწადში მილიარდნახევარ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მაცხოვრებლებს იმისთვის, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას. ზარალის ანაზღაურებას კი კომპანია სრულად თავის თავზე იღებს, - „ნათქვამია ,,ას ჯორჯია-დირსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები