2024 წლიდან Disney-იმ თავისი მთავარი გმირის, მიკი მაუსის ექსკლუზიურ საავტორო უფლებებს დაკარგა, რაც ამ გმირის პირველად ეკრანებზე გამოჩენიდან 95 წლის გასვლას უკავშირდება.
ეს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობითაა განპირობებული, რომელიც საავტორო უფლებების შენარჩუნებას მხოლოდ 95 წლით უზრუნველყოფს, ამ პერიოდის გავლის შემდეგ, ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრება საზოგადოების კუთვნილებაში გადადის.
საავტორო უფლების დაკარგვა უკავშირდება მიკი მაუსის პირვანდელ, ჯერ კიდევ შავ-თეთრ და გამხდარ ვერსიას, რომელიც ერთ დროს მულტფილმების პიონერი იყო, ანუ მიკის თანამედროვე ვერსია ისევ რჩება Disney-ს საკუთრებაში.
Disney საფონდო ბირჟაზე 165 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და გართობის ინდუსტრიაში ის ერთ-ერთი გლობალური ლიდერია. კომპანიის პორტფელი 1,000-მდე განსხვავებულ პერსონაჟს მოიცავს, თუმცა მთელი ეს ჯადოსნური ისტორია და Disney-ს სამყარო სწორედ მიკი მაუსით დაიწყო.