უმსხვილესმა კინოსტუდიამ Disney-მ რასიზმთან მებრძოლ საქველმოქმედო ორგანიზაციებს 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია კინოსტუდიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
შემოწირულობიდან 2 მილიონ დოლარს ფერადკანიან ადამიანთა განვითარების ასოციაცია (NAACP) მოიხმარს.
"ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ჩვენს ერს იმ უსამართლობასთან შეჯახება კიდევ ერთხელ აიძულა, რომელსაც ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა განიცდის. მნიშვნელოვანია, ერთად ავიმაღლოთ ხმა რასიზმის წინააღმდეგ. ჩვენ მიერ გაღებული 5 მილიონი იმ ორგანიზაციებს მოხმარდება, რომლებიც თანასწორობისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან," - ამბობს დისნეის ხელმძღვანელი ბობ ჩაპეკი.