მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Disney-ის მილიონობით დოლარის ჯარიმა ემუქრება

598c5937643cb
BM.GE
10.08.17 17:00
1167
Disney-ის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელია შეტანილი და კომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება.

აშშ-ის გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას არასრულწლოვანთა პირადი მონაცემების შეგროვებასა და სარეკლამო კომპანიებისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. მობილურ ტელეფონებში Disney-ის თამაშების დროს მოზარდებს პირადი მონაცემების შეყვანა უწევდათ და აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ამ თამაშების პროგრამებიდან 42 სარეკლამო კომპანიას მიეწოდებოდა. ისინი კი ბავშვებისა და მათი მშობლების მობილურ ტელეფონებში კონკრეტულ სარეკლამო განცხადებებს სისტემატურად აგზავნიდნენ.

Disney-ი სარჩელს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ თვლის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, 13 წლამდე ასაკის მოზარდთა პირადი მონაცემების გამჟღავნება მშობლის თანხმობის გარეშე იკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები