Walt Disney -მ მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლიდან შეუწყვიტოს კომპანია Netflix-ს უფლება, რომლითაც ის „დისნეის“ ფილმების რეტრსნსლირებას ახდენდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ცვლილება უშუალოდ Walt Disney-ს მიერ წარმოებულ პროდუქტთან ერთად სტუდია Pixar-ის ფილმესაც შეეხება.
"Netflix -ის მომხმარებლები აშშ-ში Disney-ს ფილმებზე წვდომას 2019 წლის ბოლომდე შენარჩუნებენ, მათ შორის ყველა იმ ფილმზე, რომელიც 2018 წლის ბოლომდე გამოვა. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას და ერთობლივ ბიზნესს კომპანია Disney-სთან ბევრი მიმართულებით, მათ შორის Marvel TV_სთან დაკავშირებითაც“, - ნათქვამია Netflix-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .
განცხადება ცვლილებებთან დაკავშირებით თავის მხრივ გაავრცელა Disney-მაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი სერვისის გაშვება 2019 წლიდან არის დაგეგმილი, კომპანია გეგმავს კინოწარმოებაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
Disney-ს გადაწყვეტილება განპირობებუალია დამოუკიდებელი „სტრიმინგ პლატფორმის“ შექმნის იდეით. რამდენიმე ხნით ადრე Disney-მ განაცხადა, რომ მას საკაბელო არხებიდან შემოსავალი შეუმცირდა.

























