დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრთა უმრავლესობამ გამოთქვა სრული მზადყოფნა „კრედიტინფო საქართველოსთან“ თანამშრომლობაზე, რაც სადისტრიბუციო კომპანიებს მისცემს შესაძველბლობას ხელშეკრულების გაფორმებამდე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტის/კომპანიის დავალიანების შესახებ, რაც მინიმუმამდე დაიყვანს არაკეთილსინდისიერ მეწარმე სუბიექტებთან ბიზნეს ურთიერთობის წარმოებას .
„კრედიტინფო საქართველო" საქმიანობს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს - რომელთა საქმიანობა დაკავშორებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.
კრედიტინფო საქართველოს მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი და სერვისი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას ( 95/46/EC) პერსონალური ინფორმაციის გაცემა - დამუშავების შესახებ.

























