დისტრიბუტორები გაზრდილ ჯარიმებზე ჩივიან. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პრობლემაა გამოწერილი ჯარიმების ინტენსივობაც და თუკი ადრე კომპანია ვარაუდობდა, რომ დღეში მთლიან ავტოპარკს საშუალოდ, შეიძლება მიეღო 5 ჯარიმა, ეს თითქმის გაორმაგდა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიებისთვის პარკირების ჯარიმები თვეში 15-20 ათას ლარზეც კი ადის, ეს ხარჯი კი პროდუქციის ფასში უკვე ასახულია. რა გამოწვევების წინაშე დგას სადისტრიბუციო ბიზნესი და რა მოთხოვნები აქვთ კომპანიებს?