„გვირჩევნია რაღაც გადასახადი გადავიხადოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენი თანხა, ასობით მილიონი ლარი, დაზღვეულია“ - ეს განცხადება დღეს „საქმის კურსის“ ეთერში დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს დისტრიბუროტებისა და ქსელური მარკეტების ურთიერთობის დარეგულისრებას სთხოვს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს რომ არაკეთილსინდისიერი „რითეილერებისთვის“ კანონპროექტი უნდა შემუშავდეს. ივა ჭყონიას ცნობით, „კრედიტინფოს“ შავ სიაში 130 რითეილერია.
„საკმარისი არგუმენტები არსებობს საგამოძიებო უწყებებისთვის რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა ხდება, მთავრობის მხრიდან უფრო მეტი აქტივობა და ჩართულობა უნდა იყოს.
არაერთი შეხვედრა მქონია საგამოძიებო უწყებებთან, ფინანსურ პოლიციასთან. ახსნა არის ისეთი, რომ ისინი ლიბერალურები არიან ბიზნესის მიმართ და ორ ბიზნეს სუბიექტს შორის მკაფიოდ ჩართვას არ აპირებენ. როგორც საბანკო სექტორს რეგულაციას უწევს ეროვნული ბანკი, გარკვეული ტიპის ორგანო უნდა შექმნას, რომელიც რეგულაციას გაუწევს ქსელურ მარკეტებს, რომლებიც საკმაოდ მოძლიერდნენ და ჰიპერმარკეტებს.“ - განაცხადა ივა ჭყონიამ დღეს „საქმის კურსის“ ეთერში.

























