მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დისტრიბუტორთა ასოციაცია: წვრილ და საშუალო კომანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ

5d430364b4361
ლიკა გურაბანიძე
02.08.19 09:45
688
"დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ივა ჭყონია ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აცხადებს, რომ პროცესი პროდუქციის ფასების ზრდაზე აისახება. ჭყონიას განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურება პრობლემებს განსაკუთრებით წვრილ და საშუალო კომპანიებს შეუქმნის.

ჭყონიას განმარტებით, სადისტრიბუციო კომპანიების გარდა, შოკირებულ მდგომარეობაში არიან მწარმოებელი კომპანიებიც.

"ბოლო 6 წლის განმავლობაში ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა არ ყოფილა. გარდა ამისა, კატასტროფულად არის ბენზინის ფასი გაზრდილი, რაც პირდაპირ პროპორციულად სადისტრიბუციო კომპანიებს არტყამს.

ვის აქვს იმის ბერკეტი, რომ გრძელვადიანად სტაბილური იყოს ეკონომიკა? რა თქმა უნდა, მთავრობას და ეკონომიკურ გუნდს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ ყოფნის იმის თავი, გამოვიდეს და თქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა იმოქმედოს და მიუთითოს. იყო ქადაგიძე, რომელიც მოუწოდებდა, ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, ემუშავა.
როდესაც 2012 წელს 1.7 იყო დღეს არის 3.0, ანუ ლარმა სერიოზული დევალვაცია განიცადა, ასევე რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ, რომელიც დღეს უცბად წარმოიშვა, ასეთ შოკში ერთიანად ჩაგვაგდო. ქვეყანა რომ ამისათვის მზად არ ვართ, ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით და არ შეიძლება, ჩვენთვის დასაყრდენი იყოს.

ფართოდ გახსნილი კარი კარგია, ტურისტები უნდა შემოვიდნენ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ 200-დან 300-მლნ ლარამდე იქნება დანაკარგი და თურმე ამის გამო შესაძლოა, სერიოზული ეკონომიკური კრიზისი შეგვექმნას და ფაქტობრივად 20 პუნქტით გაუფასურდა ლარი, ლარი ისედაც პრობლემის ქვეშ იყო, ამ პროცესებმა გაუფასურება დააჩქარა. ლარის კურსი ჩვენზე სადისტრიბუციო კომპანიებზე გადადის, განსაკუთრებით იმპორტიორებზე. არა მარტო სადისტრიბუციო კომპანიებთან, აგრეთვე მწარმოებელ კომპანიასთან მქონდა საუბარი, რომლებიც შოკში არიან, რადგან ნედლეულის ვალდებულებები გადასახდელი აქვთ. განსაკუთრებით წვრილ და საშუალო კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ", - განმარტა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები