საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი კომპანია შეუერთა. Spice Igoeti - კომპანია, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. ზურაბ გოგინაშვილმა საქმე სულ რამდენიმე სახეობის სუნელ-სანელებლებით დაიწყო და ახლა 18 დასახელების სუნელი, 12 საკმაზი და 6 ფოთლოვანი სანელებელია. წარმოება ამ წლებში სწრაფად გაიზარდა და სოფელ იგოეთში 18 ადამიანს ასაქმებენ.
სტუმრები: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;
ვაჟა ილურიძე - Spice Igoeti-ს კომერციული დირექტორი;