"ეს ნაძირალები შუღლს აღვივებენ!" - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, რომლითაც სავაჭრო ობიექტი მსურველებს აირწინაღების შესაძენად ფილიალებში ელოდება.
"ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ. ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო. ეს პრასტიტუტკები", - წერს სოციალურ ქსელში დიტო სამხარაძე.
აღსანიშნია, რომ ჰიპერმარკეტ "გორგიამ" დღეს ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი: "ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში" და აირწინაღების ფოტო დაურთო თან.
ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქცია 17:00 საათიდანაა ჩანიშნული. "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად რეგიონებიდანაც მოდიან.
წუხელ კი მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 63 აქტივისტი.