მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიუშენით დაავადებული ბავშვების საკითხზე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვების საკითხზე გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც. მან ამის შესახებ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა, პირადად პრემიერ-მინისტრს გადავუხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის. საკმაოდ დიდი ხანია, რაც გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ დღემდე მისულიყო პროცესი. გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ და მიმდინარეობის შესახებ, უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები და საზოგადოებასაც მიმდინარეობის შესახებ ექნება სრული ინფორმაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კობახიძის თქმით, მშობლებთან შეხვედრაზე დიუშენის მედიკამენტებზე შეჯერდნენ, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები