დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები 14.9-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
უწყების ინფორმაციით, არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც ინფრასტრუქტურა სრულ განახლებას საჭიროებდა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
- 14.9 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება;
- მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა;
- წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების დამონტაჟება;
- საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნების უზრუნველყოფა.
ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 12.5 მილიონ ლარამდეა.




























