მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმანისში აგრარული მიმართულების ქართულ-შვეიცარიული სკოლა პირველ სტუდენტებს მიიღებს

6112b339a0e65
BM.GE
10.08.21 21:03
1206
ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ, სადაც პირველი სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. კოლეჯი ბიზნესმენ მიხო სვიმონიშვილის მიერ არის დაფუძნებული. 

კოლეჯის მთავარი პარტნიორია ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფი“, ასევე შვეიცარიის ბრაუნ-შვიც ასოციაცია და მეცხოველეობის ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული მწარმოებელი „Swissgenetics”. ასევე, კოლეჯის პარტნიორები არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში.

"თეორიულ სწავლებასთან ერთად, მომავალი სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებასაც ადგილზე გაივლიან. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძესა და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება. ამასთან, სასწავლებელი სტუდენტებს ასევე სთავაზობს კომფორტულ საერთო საცხოვრებელს. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში,"- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები