დმანისის მუნიციპალიტეტისთვის იაპონიამ 70 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო. მიზანი, საბავშვო ბაღის მშენებლობაა.
მთავრობის 30 იანვრის განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" პრემიერი აწერს, გრანტის მიღებაზე მუნიციპალიტეტმა თანხმობა მიიღო.
რა არის ალტერნატიული საბავშვო ბაღი?
სკოლამდელი განათლების ცენტრში ბავშვები ატარებენ დღეში 4-5 საათს. ეს ხსნის ბავშვების კვების პრობლემას. აღარ არის საჭირო სპეციალური ინფრასტრუქტურა და დამატებითი შტატები. ერთი ჯგუფის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საკმარისია ერთი ოთახი - ეს შეიძლება იყოს ოთახი სკოლის, ბიბლიოთეკის, ან ნებისმიერ სხვა საჯარო შენობაში - და ერთი მასწავლებელი. ჯგუფში ერთად მეცადინეობენ ბავშვები 3-დან 6 წლამდე, ანუ პატარა სოფლისთვის, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რაოდენობა დიდი არ არის, ხშირად ერთი ჯგუფიც საკმარისია. სწორედ ამ ტიპის, გამაერთიანებელი დაწესებულებაა ალტერნატიული საბავშვო ბაღი.




























