მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Do IT with the EU - ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით IT-სექტორის ხელშეწყობის ახალი პროექტი იწყება

ლევან დავითაშვილი
BM. GE
03.11.23 21:57
66

ახალი პროექტი Do IT with the EU საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი მიზანი ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და IT სექტორის წარმომადგენლები, ასევე GITA-ს წარმატებულმა სტარტაპები და პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

Do IT with the EU პროექტის მიზანია საქართველოს IT სექტორში ინოვაციისა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობა - მის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა - კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა. ამასთან, 1000 IT სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300 IT-ის კი დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა, რათა კონკურენტუნარიანები გახდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდნენ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება, ეს სექტორი ამ პერიოდიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა და ეკონომიკის სამინისტროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაფუძნდა.

„სააგენტოს მეშვეობით ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განვითარდა და სულ სხვა ბიძგი მიეცა, რაც ეკონომიკაშიც აისახა რიცხვებში. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სააგენტოს, მის გუნდს და ყველა იმ პარტნიორს, ვინც ამ წლების განმავლობაში ახდენდა ამ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, მათ შორის, პროექტის მონაწილეებს. ჩვენი ხედვით, საქართველოს ეკონომიკა სწორედ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა იქნება მომავალში კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეები და ვაკანსიები. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დაანონსებულ პროგრამებს, შეხვედროდნენ საერთაშორისო IT კომპანიის წარმომადგენლებს და მეტი ინფორმაცია მიეღოთ სფეროში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები