მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დოდიკი ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტობიდან გადააყენეს - რა გახდა მიზეზი?

სრპსკა
BM. GE
07.08.25 19:10
662

ბოსნიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სეპარატისტი პოლიტიკოსი და სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი, მილორად დოდიკი თანამდებობიდან გადააყენა. კომისიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ადგილობრივმა სასამართლომ პრეზიდენტს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა კი 6 წლით აუკრძალა. პრორუსული და სეპარატისტული განწყობით განთქმულმა დოდიკმა გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ბოსნიის სერბული პარლამენტის დახმარებით ის თანამდებობაზე მაინც დარჩება.

ცნობისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბებით დასახლებული რეგიონის, სერბთა რესპუბლიკის სერბეთთან მიერთების მოთხოვნას მილორად დოდიკი მრავალი წელია უჭერს მხარს. ის ბოსნიის ცენტრალურ ინსტიტუტებს უნდობლობას წლებია უცხადებს. სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტობიდან განთავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ორბანი უკვე გამოეხმაურნენ. მათ დადგენილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და დოდიკს მხარდაჭერა გამოუცხადეს. განსხვავებული პოზიცია აქვს ევროკავშირს, რომელმაც ბოსნიის ხელისუფლებას პროცესის ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის გაერთიანებაში გაწევრიანების კუთხით ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები