მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

დოიჩე ველე

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ (DW) Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა. მედიაორგანიზაციის ცნობით, სამომავლოდ ქართულენოვანი პროგრამის გაფართოება სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.

ახლად გახსნილ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მაუწყებელი აღნიშნავს, რომ მკითხველს შესთავაზებს მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. პროექტი თავდაპირველად 18-თვიანი ვადით ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები