მიმდინარე წლის 3 აპრილს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Doing Digital Forum-ი გაიმართება. ფორუმის წლევანდელი თემა “შესაძლებლობების გამოყენებაა”, ხოლო ღონისძიებაზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება, როგორც ფინანსებში და ბიზნესის სხვა სექტორებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე შესაძლებლობების აღმოჩენა და ლოკალიზება და სომხეთის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოზიციონირება.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი Doing Digital Forum-ი უპრეცედენტო იქნება, რადგან დამსწრეთა წინაშე სიტყვით სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და ლიდერები წარდგებიან, რომელთა შორის ფუტურისტი ავტორი, ბრეტ კინგიც იქნება, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი გლობალური ექსპერტია.
Doing Digital Forum-ი საკომუნიკაციო სააგენტო SPRING PR-ის ორგანიზებით იმართება, ხოლო სპონსორებს შორის სომხეთის წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტს, “ამერიაბანკს” და გადახდების გლობალურ კომპანია VISA-ს ვხედავთ.
როგორც საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, ფორუმის ფარგლებში გაიმართება, როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და განხილვები. სასაუბრო თემებს შორის კი, ვხვდებით, როგორც ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე ახალ ფინანსურ ტექნოლოგიების, საბანკო საქმის მომავალს, ციფრულ ეპოქაში ტალანტების მოზიდვას და, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტს. ამასთან, ფორუმის ფარგლებში ხაზი გაესმება იმ წარმატების მაგალითებს, რომლებიც ამ მიმართულებით სომხეთში არსებობს.