მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დოკუმენტები ადასტურებენ, რომ პროკურატურა ბრიტანეთში ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშების გაყინვას ითხოვს

5d656d68b8c41
შოთა ტყეშელაშვილი
27.08.19 21:27
4236
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღებას გეგმავს, რისთვისაც პროკურატურამ ბრიტანულ მხარეს სპეციალური შუამდგომლობითაც მიმართა. ამ განცხადების საპასუხოდ, მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბრიტანულმა მხარემ მათ დახმარების აღმოჩენა საკუთარი ნებით შესთავაზა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნულის შესახებ საქართველოდან მოთხოვნა არ გაუგზავნია. 

ამ განცხადების საპირისპიროდ, თიბისი ბანკის ჯგუფის დამფუძნებლების უფლებადამცველმა, ზვიად კორძაძემ ელექტრონული სახით გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ბიზნესმენების მიერ გაკეთებულ განცხადებას ადასტურებენ. ე.წ. ფულის გათეთრების საქმის მასალების 21-ე ტომის მიხედვით, საქართველო მართლაც ითხოვდა დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურებისგან ბიზნესმენების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. 

"დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩაატარეს ბრფინგი ბრიტანეთში ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრიფინგის შემდეგ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
კომენტარის გარეშე გთავაზობთ დოკუმენტებს

1. პროკურატურის შუამდგომლობა სამართლებრივ დახმარებაზე (ტომი 21)

2. ბრიტანეთიდან მოსული წერილის ქართული თარგმანი, რომელიც პროკურატურამ გადმოგვცა.

3. სასამართლო განჩინება ბრიტანეთში ანგარიშის დაყადაღებაზე,"- ნათქვამია ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადეას თან საქმის მასალებიდან რამდენიმე ამონარიდი ერთვის:

სურათი 1  - სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა:



სურათი 2 - გამოთხოვის განცხადება:



სურათი 3 - ფინანსური ტრანზაქციების ინფორმაციის გამოთხოვა:



სურათი 4 - დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურიდან მიღებული პასუხის თარგმანი:



სურათი 5 - საქართველოს სასამართლოს განჩინება, რომლითაც თანხმობა არის ნათქვამი ყადაღა დაედოს დიდ ბრიტანეთში მამუკა ხაზარაძის ანგარიშებს:
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები