მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოკუმენტი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ვმუშაობთ“ - ხმალაძე ელიავას ბაზრობის განახლებაზე

6448f3fce2b7b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.23 15:13
4652
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განახლების დოკუმენტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-მერი განმარტავს, რომ ბაზრობის განახლების დოკუმენტი ამ ადგილის მესაკუთრეებთან ერთად უნდა შემუშავდეს და ყველას აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ელიავას ბაზრობის მთელი ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მუნიციპალიტეტს თვითნებურად, მესაკუთრეების თანხმობის გარეშე ჩარევა არ შეუძლია, ან გეგმარებაში, ან მით უმეტეს ვინმეს თანხმობის გარეშე ჩვენ იქ რაიმე სამუშაო დავიწყოთ. ერთადერთი რაც მუნიციპალიტეტს შეუძლია გეგმარების პროცესში ჩარევაა, რაზეც 12-ვე მესაკუთრესთან დიდი ხანია ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ შევიმუშაოთ ყველასთან შეთანხმებული, მათთვის ეკონომიკურად და ჩვენთვის ქალაქის გეგმარების თვალსაზრისით მისაღები დოკუმენტი, რომელსაც შემდგომში ეტაპობრივად განახორციელებენ. ჩვენ თუ პროცესს ცალმხრივად ვმართავთ, შედეგად მივიღებთ ლამაზ დოკუმენტს, რომელსაც კერძო სექტორი არ განახორციელებს. დოკუმენტი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ვმუშაობთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის გენგეგმა დამტკიცების შემდეგ დედაქალაქის ცენტრში ელიავას ბაზრობის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის სხვადასხვა ვერსია განიხილებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბაზრობა თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო და იერსახე შეეცვალა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად ელიავას ბაზრობის განახლებისა და იერსახის შეცვლის შესაბამისი დოკუმენტი დღემდე შემუშავებულია არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები