ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 58 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული, საიდანაც 28 მილიარდი ლარი, ანუ 48% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი მთლიანი დანაზოგების 52%-ს ანუ 30 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან პირველ ადგილზეა აშშ დოლარის დანაზოგები, რაც 23.6 მილიარდი ლარია, მეორე პოზიციას იკავებს ევრო 5.8 მილიარდი ლარის დანაზოგებით.
სტატისტიკის თანახმად, სხვა არცერთი ვალუტის დეპოზიტები 1 მილიარდ ლარს არ აჭარბებს. 100 მილიონ ლარს კი აღემატება ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (302 მლნ ლარი) დეპოზიტები და რუსული რუბლის (104 მლნ ლარი). ამასთან, რუბლის დეპოზიტები 2024 წელს 23%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის (2022 წლის თებერვალი) შემდეგ ქართულ ბანკებში რუბლის დეპოზიტები 298%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის თანახმად, 53 მილიონი ლარის შვეიცარული ფრანკის დეპოზიტები არის განთავსებული ბანკებში, ჩინური იუანის დეპოზიტები კი 25 მილიონ ლარს შეადგენს.
დეპოზიტების პორტფელს ვალუტების მიხედვით 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
# | დეპოზიტები ვალუტების მიხედვით | მოცულობა ლარებში: |
1 | ეროვნული ვალუტა ₾ | 28,007,435,147 ლარი; |
2 | აშშ დოლარი | 23,622,035,988 ლარი; |
3 | ევრო | 5,836,016,715 ლარი; |
4 | დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 301,920,586 ლარი; |
5 | რუსული რუბლი | 104,270,113 ლარი; |
6 | შვეიცარიული ფრანკი | 53,364,199 ლარი; |
7 | ჩინური იუანი | 25,049,536 ლარი; |
8 | არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 5,526,441 ლარი; |
9 | იაპონური იენი | 2,330,555 ლარი; |
10 | კანადური დოლარი | 2,164,838 ლარი. |
სხვა ყველა ვალუტა ერთად - 4.8 მილიონი ლარი.