მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დოლარიზაციის შემცირება ეკონომიკური ზრდის პარალელურად უნდა მოხდეს, სხვანაირად უკუეფექტს მივიღებთ"

57948abb8b0da
BM.GE
24.07.16 13:27
1497
"დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პარალელურად უნდა მოხდეს, სხვანაირად უკუეფექტს მივიღებთ“, - ამის შესახებ "საქმიან დილასთან“ საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის თამჯდომარე ზურაბ გვასალიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის შემცირებისთვის კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, თუმცა მათ აღსრულებას დრო სჭირდება.

"მთელი ქვეყნის ეკონომიკა თითქოს დოლარიზებულია. ამიტომ არის, რომ სავალუტო კურსთან მიმართებაში პატარა ცვლილებებიც კი იმავე წუთში აჟიოტაჟს იწვევს. დიდი ხანია ვამბობთ, რომ მცურავი კურსი გვაქვს და მცურავი კურსი იმას ნიშნავს, რომ ხან აღმა გაცურდება, ხან - დაღმა. მთავარია, არ ჩაიძიროს და არ დაიხრჩოს. არც აღმა-დაღმა ცურვის ტემპი არ უნდა იყოს მაღალი. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, იქნება კურსის აწევაც, კურსის დაწევაც. როდესაც ყიდვა-გაყიდვას შორის მარჟას ვაქცევთ ყურადღებას, თუ ეს მარჟა დიდი არ არის, ნიშნავს იმას, რომ მასში პანიკური და აჟიოტაჟური ელემენტები არაა და ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებებზეა.

ბუნებრივი, რეგულაციების მომხრე ვარ და ეს მიმართულებები, რომელსაც ეროვნული ბანკი სახავს, გეგმავს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რადგან მისი განხორციელება ერთბაშად არ შეიძლება. დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პარალელურად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები