მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dolce&Gabbana ახალ კოსმეტიკურ ბრენდს ქმნის

620112d49475b
თათია კაკიაშვილი
07.02.22 23:20
634
იტალიური ძვირად ღირებული ბრენდი Dolce&Gabbana ახალ კომპანიას ქმნის, რომელიც უშუალოდ სუნამოების და კოსმეტიკის განვითარების, წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით იმუშავებს. ამის შესახებ „როიტერსი“ Dolce&Gabbana-ს აღმასრულებელი დირექტორის ალფონსო დოლჩეს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ბრენდის ახალი მიმართულება კოსმეტიკური საშუალებების სახლებში მიწოდება იქნება, რაც მრავალმილიონიანი ბიზნესისთვის ახალი ნაბიჯია.

„ჩვენ ვფიქრობთ ბიზნეს მოდელზე, რომელიც შეიძლება კარგად იქნას დაკავშირებული ჩვენს მწარმოებლებთან. სწორედ ამიტომ, ეს ნაბიჯი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც გვიჩვენებს, რომ მზად ვართ, გავაერთიანოთ, გავაშენოთ და გავაძლიეროთ იტალიური ბრწყინვალება,“ - განაცხადა Dolce&Gabbana-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფონსო დოლჩემ.

როგორც ცნობილი ხდება, ახალი კომპანია 200-250 მილიონი ევროს კაპიტალით, თვითდაფინანსებით და საბანკო სისტემის მხარდაჭერით იქმნება. კომპანია 2023 წლის მარტში იტალიაში დაახლოებით 130-150-ს, ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში მთლიანობაში 100-120 ადამიანს დაასაქმებს. ახალი კომპანიის პრეზიდენტი ალფონსო დოლჩე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - ჯანლუკა ტონიოლო იქნება.