დოლოგანი-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ54 (დოლოგანი-ჯალაბაშვილები) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო კმ54- კმ80 (ჯალაბაშვილები-ხულო) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.