მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Domino’s Pizza 5 000-მდე ადამიანს დაასაქმებს

60b7adefa0cc5
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.21 20:50
659

მსოფლიოში ცნობილი პიცერიების ქსელი Domino’s Pizza 5,000-მდე ადამიანს დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიაში ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქსელში პანდემიის გამო დროებით დასაქმებული ადამიანები, როგორიცაა მაგალითად ივენთ-მენეჯერები და სტილისტები, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ძველ სამსახურებს დაუბრუნდნენ.

თავის მხრივ კომპანიას იმიტომ შეექმნა დამატებითი თანამშრომლების აყვანის საჭიროება, რომ პანდემიის ფონზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება არასაკმარისი მძღოლების და მზარეულების გამო უჭირდა.

ამიტომაც ახლა ვაკანსიები უმეტესად მზარეულის და მიწოდების სერვისის მძღოლების პოზიციებზე ცხადდება.

„მოხარულები ვართ, რომ შევძელით ადამიანების გვერდში დგომა ყველაზე რთულ პერიოდში და მივეცით შესაძლებლობა გაეგრძელებინათ მუშაობა და ჰქონოდათ ანაზღაურება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ ისევ გვჭირდება 5,000-მდე თანამშრომელი, რადგან ჩვენ პროდუქტზე მოთხოვნა ისევ მაღალია“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.