მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Domino's Pizza გაყიდვების ზრდაზე აცხადებს

5f7f03721cd3c
ნათია თაქთაქიშვილი
10.10.20 00:25
891
Domino's Pizza გაყიდვების ზრდაზე აცხადებს. კომპანია აღნიშნავს, რომ მომხმარებელმა პიცის შეძენისას პანდემიის გამო უმეტესად „თან წაღების და მიწოდების სერვისით“ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მესამე კვარტლის მონაცემებით, Domino's-ს გაყიდვები 17.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაშინ როდესაც ანალიტიკურია კომპანია Refinitiv-ი 13.14%-იან ზრდას ელოდებოდა.

საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვები 6.2%-ით გაიზარდა და აქაც გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს. მათი მოლოდინებით ზრდა მხოლოდ 1.99% იქნებოდა.

მესამე კვარტალში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 17.9%-ით გაიზარდა და 967.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაშიც ანალოტიკოსები ნაკლებ შემოსავალს მოელოდნენ, მათი ვარაუდით, მესამე კვარტალში Domino's-ს შემოსავალი 953 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.