მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დომინოს” პოზიცია ტყვიის შემცველ თეფშებზე

BM.GE
28.07.22 11:45
306
კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო „დომინოს“ პროდუქციის ამოღება დაევალა - ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება , რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების - კერამიკული თეფშებიდან, ტყვიის მიგრაციის ფაქტი. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები