მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დომუს ავლაბარი"-ს სრული საინჟინრო სისტემების პროექტირება "იმეპ პროჯექთ"-მა შეასრულა

დომუსი
08.04.25 11:46
596

,,დომუს ავლაბარი’’-ს სრული საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო სამუშაოები MEP საპროექტო კომპანია ,,იმეპ პროჯექთ’’’-მა შეასრულა.

საპროექტო სამუშაოები სრულად მომზადდა Revit ფორმატში, რომლის საშუალებითაც შენობის საინჟინრო პროექტის 3D ვიზუალიზაციის მოდელი შეიქმნა. პროექტზე იმუშავეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.

MEP საპროექტო კომპანია ,,იმეპ პროჯექთ’’ ,,იმპოსტი მეპ’’-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ საინჟინრო სერვისს - გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგება-წყალარინების, ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებებით.

,,დომუს ავლაბარი’’- ეს არის მულტიფუნქციური პროექტი თბილისის ისტორიულ უბანში, რომელიც აერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

კომპლექსის A ბლოკი მოიცავს 23 სართულს და 220 ბინას, საიდანაც ძველი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, ხოლო B ბლოკი 10 სართულიანია და მასში განთავსდება საოფისე, კომერციული სივრცეები და ფუდკორტი.

საპროექტო სამუშაოები შესრულებულია მაღალკვალიფიციურ დონეზე, რაც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. ,,დომუს დეველოპმენტი’’ და ,,იმეპ პროჯექთ’’ დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ. ეს კომპანიებს შორის რიგით მეორე საერთო პროექტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები