გარდა იმისა რომ ტრამპმა შეთანხმებას მიაღწია სასამართლოში ჯარიმის თანხის კორექციაზე, კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მხარდამჭერების მიტანილი იერიშის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა პრეზიდენტი ტრამპი სოციალური ქსელებიდან ფაქტობრივად გააძევეს. ამგვარი ნაბიჯისა და მისდამი ცენზურის საპასუხოდ, ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელი Truth Social-ი შექმნა, რომელიც გასულ კვირას საფონდო ბირჟაზე დაილისტა. IPO-ს წყალობით საპრეზიდენტო რბოლაში ჩართული ტრამპის ქონება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, რამაც, შესაძლოა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ბედ-იღბალი შეცვალოს