აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში ჩავიდა, სადაც ნატოს ყოველწლიური სამიტი იწყება.
ნატოს სამიტზე დასასწრებად თურქეთში უკვე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ანკარაში ტრამპზე რამდენიმე საათით ადრე ჩავარდა.
სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მის მეუღლესთან გამართა. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უშუალოდ ნატოს სამიტის ლოკაციისკენ გაემართება, სადაც მოკავშირეებთან ერთად უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებს განიხილავს.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეხვედრა უკრაინაში რუსეთის უწყვეტი სამხედრო აგრესიისა და ვაშინგტონის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე იმართება. ამერიკული მხარე მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების სასწრაფოდ გაზრდას ითხოვს.
თეთრი სახლის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილება:
- თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების მიყიდვა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი სამიტზე თურქეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვის მზაობას გამოხატავს. ეს გადაწყვეტილება შეცვლის იმ აკრძალვას, რომელიც თავად ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დააწესა და რომელიც მოგვიანებით კანონმდებლობითაც გამყარდა.
- უკრაინის ომი და შეხვედრა ზელენსკისთან ანკარაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო პირობა მოვალეობის შესრულების დაწყებიდან 24 საათში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას გულისხმობდა, მის ადმინისტრაციას მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზა ამ დრომდე არ უპოვია.
- უსაფრთხოება ჰორმუზის სრუტეში ამერიკელი მაღალჩინოსნების პროგნოზით, ნატოს ლიდერების განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემა ჰორმუზის სრუტეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები იქნება.




























