მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი ახალ საგადასახადო ცვლილებებს აანონსებს

5bd1ae7fe22ac
ლევან თაღიაშვილი
25.10.18 17:07
635
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში ახალი საგადასახადო ცვლილებები გატარდეს და საშუალო კლასისთვის გადასახადები 10%-ით შემცირდეს. ამის შესახებ მან ჰიუსტონში ყოფნისას, წინა საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. Bloomberg წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, კონგრესმენებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, შესაბამისად ეს შესაძლოა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება იყოს, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი $779 მილიარდამდე გაიზარდა. საფონდო ბირჟებზე კი უკვე რამდენიმე დღეა ინდექსები სერიოზულ ვარდნას განიცდიან. მხოლოდ დღეს Dow Jones-ის ინდექსი 600 პუნქტითაა დაცემული, რაც თითქმის 2.5%-იანი ვარდნაა. The S&P 500-ის ვარდნა 3%-ს შეადგენს. Nasdaq კი 4%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2011 წლის აგვისტოს შემდეგ. CNN Money-ს ინფორმაციით, გაუფასურებულია ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა : NETFLIX, Facebook, Google და Amazon.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები