მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს 26 ივლისს შეხვდება

ნეთანიაჰუ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი 26 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპი თავად, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ის საშუალებით აქვეყნებს.

ტრამპის თქმით, ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ერთი დღით, 26 ივლისამდე, ნეთანიაჰუს თხოვნით გადაიდო.

“მოუთმენლად ველი ფლორიდაში ბიბი ნეთანიაჰუს მასპინძლობას. ჩემი პრეზიდენტობის დროს, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სუფევდა, ისტორიულ “აბრაამის შეთანხმებასაც” კი მოვაწერეთ ხელი - ეს ყველაფერი კვლავ გვექნება.

როგორც ბოლო კვირებში პრეზიდენტ ზელენსკისთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან საუბარშიც აღვნიშნე, ჩემი დღის წესრიგი - “მშვიდობა ძალის მეშვეობით” - აჩვენებს მსოფლიოს, რომ ეს საშინელი, მომაკვდინებელი ომები და ძალადობრივი კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონობით ადამიანი იღუპება და კამალა ჰარისს ამის შეჩერება არ შეუძლია”, - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ხვალ, 25 ივლისს, თეთრ სახლში მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტსა და დემოკრატთა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს, კამალა ჰარისსაც შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები