აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Google-ს, Facebook-სა და Twitter-ს აფრთხილებს ფრთხილად იყვნენ. პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა Google-ს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რომ მისი სახელის ძებნისას საძიებო სისტემა ე.წ. ფეიკ ანუ ყალბ ნიუსებს აჩვენებს პირველ რიგში.
„რასაც Google და სხვები აკეთებენ...თუ შეხედავთ რა ხდება Twitter-ში ან Facebook-ში, ჯობია ისინი ფრთხილად იყვნენ. თქვენ ამას ხალხს ვერ გაუკეთებთ. ვფიქრობ, Google,Twitter და Facebook მოძრაობენ ძალიან, ძალიან პრობლემურ ტერიტორიაზე და ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ“,- აცხადებს ტრამპი.
დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას, რომ საძიებო სისტემა Google მის შესახებ ყალბ ნიუსებს აჩვენებს, თავად Google-ც გამოეხმაურა.
„ძიება არ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირება. ჩვენ არ ვართ დაკავებული ჩვენი შედეგების მიკერძოებულად შეცვლით ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Google-ის ძიების გასაუმჯობესებლად და არასოდეს მოვახდენთ ძიების შედეგების რანჟირებას პოლიტიკური განწყობებით მანიპულირებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

























