მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი ლიზა კუკს ამჯერად უზენაეს სასამართლოში უჩივის

გუბერნატორი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლიზა კუკის შესახებ შტატების მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ის მოელის, რომ მოსამართლე ამჯერად მაინც გაითვალისწინებს მის საჩივარს და ცენტრალური ბანკის გუბერნატორს, ლიზა კუკს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კუკს საფინანსო თაღლითობაში სდებს ბრალს და ამ მიზეზით, მის დათხოვნას მოითხოვს, თუმცა აქამდე არც პირველი და არც მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

მათი ვერდიქტით, ბრალდება, რომელსაც ტრამპი გუბერნატორს უყენებს, თანამდებობის დაკავებამდელ პერიოდს ეხება. შესაბამისად, ვერ ჩაითვლება კონსტიტუციით გაწერილ მიზეზად, რომლის ფონზეც პრეზიდენტს ფედერალური რეზერვების გუბერნატორის გათავისუფლება შეეძლება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე სასამართლო პროცესები ტრამპის ხელისუფლების პერიოდში ამერიკის სასამართლოს დამოუკიდებლობის შემოწმების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ თუ პრეზიდენტის ბოლო ეტაპზე თავისას მიაღწევს და კუკის დათხოვნას შეძლებს, ეს ფედერალური რეზერვების დამოუკიდებლობას ეჭვის ქვეშ დააყენებს. ამასთან, გააჩენს ცუდ პრეცედენტს, რომლის შემდეგაც ტრამპმა შესაძლოა ცენტრალური ბანკის სხვა არასასურველი წარმომადგენლების წინააღმდეგაც დაიწყოს საქმეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები