მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს.

ტრამპი ამ განცხადებით გამოეხმაურა ირანის საგარეო უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს თეირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ აპირებს.

ტრამპი ამბობს, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილია და აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა. მისი თქმით, აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანისკენ გზაშია: „ისინი ახლა იქ მიემგზავრებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს: „თუ მათ შეხვედრა სურთ, მე ამის პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები