მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში იმყოფება - BBC

642c744b1fb9a
ალა ისპირიანი
04.04.23 22:25
527
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო დარბაზში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, 30-ზე მეტი ბრალდების შესახებ დეტალები, რომლებიც ტრამპს წარედგინება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ნაფიც მსაჯულთა საბრალდებო დასკვნას ლუქი აეხსნება. 

დონალდ ტრამპი დღეს ნიუ იორკის სასამართლოში საიდუმლო სამსახურის თანხლებით მივიდა. თავდაპირველად ის პროკურატურის ოფისში შევიდა, სადაც პროცედურის მიხედვით, მას ბრალი წარუდგინეს. ასევე, წესის მიხედვით, ამ დროს იღებენ ბრალდებულის ანაბეჭდებს და მას აცნობენ საკუთარ უფლებებს.

სასამართლოში მისვლამდე ტრაპმა სოციალურ ქსელში დაწერა:""მივდივართ სასამართლოს შენობაში. ძალიან სურეალური ჩანს - ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ხდება ამერიკაში".

როგორც ვარაუდობენ, ტრამპს გირაოთი მალევე გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის აპირებს ფლორიდაში დაბრუნდეს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართოს. 

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდება ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის გამო ბრალს წარუდგენენ. სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ წარსულში ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან, რასაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს.