პრეზიდენტ ტრამპის პირად ადვოკატს და მისი საარჩევნო შტაბის იურისტს რუდი ჯულიანის, რომელმაც ბოლო კვირები არჩევნების შესახებ დავების მომზადებაში გაატარა, COVID-19 დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ის მეშვეობით გააკეთა.
"რუდი ჯულიანის, რომელიც ნიუ-იოკრის ისტორიაში საუკეთესო მერი იყო და რომელიც დაუღალავად მუშაობდა ყველაზე კორუმპირებული არჩევნების გამოაშკარავებისთვის, ჩინური ვირუსი შეეყარა. მალე გამოჯანმრთელდი რუდი!!!"- წერს დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე.
თავად დონალდ ტრამპმა COVID-19 ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე მოიხადა.