მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის - ტრამპის განცხადება ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ss

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის. როგორც დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, ზელენსკიმ აშშ-ის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს.

უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემლობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.

ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა და სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.

საუბარში ჩაერია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არ არის ნამყოფი.

ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა. ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ ვითარებიდან გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები