მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის გუნდი მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა დატოვა

5a9fb351cf399
ლევან თაღიაშვილი
07.03.18 13:38
788
დონალდ ტრამპის გუნდი მისმა მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, გარი კონმა დატოვა. NBC გარი კონის სამსახურიდან წასვლის მთავარ მიზეზად პრეზიდენტის მხრიდან ახალი ტარიფების დაწესებას ასახელებს. გამოცემის ინფორმაციით, უთანხმოება გარი კონს დონალდ ტრამპის ხედვებთან ადრეც ჰქონდა, თუმცა ტარიფები მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გარი კონი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ახალი საგადასახადო რეფორმის მიღების პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები