დონალდ ტრამპის ლონდონში ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი
მილიონმა ბრიტანელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც დიდ ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ გამოდის. ონლაინ პეტიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა 7 მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში იმიგრანტების მიღება აკრძალა. იმისთვის, რომ მოქალაქეების მოთხოვნა პარლამენტმა განიხილოს, პეტიციას 10-ჯერ მეტმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი. ინიციატივის ავტორი ადვოკატი გრეჰემ გესთია ჩრდილოეთ ინგლისიდან, რომლის ინიაციატივაც ვირუსულად მოედო ინტერნეტს და წუთში დაახლოებით 1000 ხელმოწერის შეგროვება შეძლო. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერესა მეი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც დონალდ ტრამპთან შეხვედრა დააანონსა. მისი თქმით, ტრამპი აპირებს ლონდონში სტუმრობას და გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან ვიზიტს.