მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა Intel-ის ხელმძღვანელის მიმართ ტონი შეარბილა

ტრამპი
BM. GE
12.08.25 23:40
274

რამდენიმედღიანი დაპირისპირების ფონზე ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Intel-ის ხელმძღვანელი, თეთრ სახლში მივიდა.

პრეზიდენტ ტრამპისა და ლი-ბუ ტანის შეხვედრა ბევრისთვის სრულიად მოულოდნელად წარიმართა. ადამიანი, რომელსაც ტრამპი პრობლემურ პიროვნებად აღიქვამდა, პრეზიდენტისვე სიტყვებით “ძალიან საინტერესო პიროვნება” გახდა.

პრეზიდენტმა ლი-ბუ ტანის გადადგომის მოთხოვნის საჯაროდ გაჟღერებისგანაც კი შეიკავა თავი და მთლიანი ყურადღება CEO-ს “საოცარ” შედეგებზე გაამახვილა. მიზეზი კი, რამაც Intel-ის ხელმძღვანელს უდიდესი თავის ტკივილი მოუხსნა, ამერიკაში წარმოებისადმი მისი პოზიტიური ხედვაა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ლი-ბუ ტანთან პირადი გასაუბრებისას დარწმუნდა, რომ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობაში ბრალდებული CEO ქვეყნის ინტერესებს ატარებს და მასთან თანამშრომლობით ამერიკული წარმოება ახალ ეტაპზე გადავა.

მოვლენების სხვაგვარად წარმართვამ გავლენა იქონია ბირჟაზეც, სადაც Intel-ის აქციების ფასები 3%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, ლი-ბუ ტანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ის ჩინურ ჩიპების მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. კომპანიის CEO-ს მოწინააღმდეგეები შიდა წრეშიც გამოუჩნდნენ, რადგან Intel-ის ბორდის წევრთა ნაწილს არ მოსწონს კომპანიის მიერ ჩიპების ამერიკაში წარმოების გაფართოების ლი-ბუ ტანისეული ხედვა. რთულია იმის თქმა, როგორ წარიმართება მოვლენები ამ ფრონტზე, თუმცა, ფაქტია, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარება მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები